вторник, 10 ноября 2009 г.

დაწყებითი კლასები

დაწყებითი კლასები ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია მოსწავლის ფორმირებაში. როდესაც მოსწავლე პირველად შეაღებს სკოლის კარებს, მისთვის უცხო გარემოში ხვდება და ნელ-ნელა ახდენს ადაპტირებას სკოლის ცხოვრებასთან.

პროექტის სახელი: სასკოლო გარემო


მონაწილეთა ასაკი: 7-12 წ.


ვადები და ხანგრძლივობა:1 წელი


პროექტის მოკლე აღწერა: გამოვიკვლევთ, თუ  როგორი უნდა იყოს სასკოლო გარემო და დავსახავთ გზებსა და საშუალებებს სასიამოვნო სასწავლო გარემოს შექმნისათვის.


პროექტის სრული აღწერა: არსებობს უდიდესი პრობლემა - მოსწავლეებს არ სურთ სკოლაში სიარული.მათთვის სკოლა არ არის ის ადგილი, სადაც სიამოვნებით მიიღებენ განათლებას. სასურველია მოსწავლემ სკოლაში კომფორტულად და უსაფრთხოდ იგრძნოს თავი, ამისათვის უნდა იზრუნოს როგორც სკოლის დირექციამ, ასევე მასწავლებლმა, მოსწავლემ და თვით მშობელმაც კი (ზოგადად - განათლების სამინისტროს ყველა რგოლმა).

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
1. მოსწავლეები თავად ჩაერთვებიან სასიამოვნო გარემოს შექმნაში;
2. სასკოლო ავეჯი განლაგდება ისე, რომ მოსწავლეებმა მოხერხებულად იგრძნონ თავი;
3. სკოლის კედლები, ფანჯრები და ჭერიც კი გამოყენებული უნდა იქნეს მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენებისათვის;
4. მოსწავლეები ხშირად უნდა ჩაერთონ ჯგუფურ პროექტებში და პრეზენტაციებში;
5. მოეწყოს სასკოლო ღონისძიებები: როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო, ასევე სპორტული შეჯიბრებები;                                                                                      

6. მოხდეს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება სხვადასხვა წამახალისებელი ჯილდოთი.


მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები თავად იქნებიან სასიამოვნო სასკოლო გარემოს შექმნელნი. უფრო მეტად გაუფრთხილდებიან და ხალისით ივლიან სკოლაში. განუვითარდებათ მთელი რიგი უნარ-ჩვევები, როგორიცაა: თანამშრომლობითი, შემოქმედებითი, სხეულებრივ-კინესთეთიკური, კვლევითი და პრაქტიკული.

პროექტის ფასილიტატორი: ნ. მახარობლიძე

ელექტრონული ფოსტა: natomaxaroblidze@gmail.com